31
იანვარი
იანვარი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ანსამბლ "ქართული ხმების" ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "წუთისოფელი" გაიმართა.
ღონისძიებას, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მერის მოადგილეები - ბესიკ ბიჩნიგაური, ვასილ წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - თეიმურაზ ბექაური, გოჩა ქავთარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ანსამბლ "ქართული ხმების" შემოქმედებით საღამოს დუშეთის ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლმა უმასპინძლა.


