დეკემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან - ნუკრი უნდილაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან და მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან - ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, ანანური-ზოტიკიანთკარის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი იგება 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 4,5 მეტრი სიგანის გზაზე, ასევე, კეთდება დამცავი გაბიონი და რკინა-ბეტონის სანიაღვრე. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 322 000 ლარს შეადგენს.
„პროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან აღნიშნული გზით ოთხი სოფლის - ზოტიკიანთკარის, შალიკიანთკარის, ბანცურთკარისა და თანდილაანთკარის მოსახლეობა სარგებლობს, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მოქალაქეები უსაფრთხო გადაადგილებას შეძლებენ,“ - განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.
მიმდინარე სამუშაოები, ასევე, დაათვალიერეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა - ბესიკ ბიჩნიგაურმა, თამაზ ფოლოდაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაურმა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.


