• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    2
    სექტემბერი
    "დუშეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო სამდივნოს მეორე სხდომა გაიმართა

    🔹️დღეს, "დუშეთის მუნიციპალიტეტის ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო სამდივნოს მეორე სხდომა გაიმართა.

    🔹️სხდომის ფარგლებში, სამდივნოს წევრებმა იმსჯელეს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის დეტალების, გამართული საინფორმაციო კამპანიის და შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

    🔹️სხდომას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მერიის შესაბამისი მიმართულებების სამსახურების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

    🔹️ ცნობისათვის, აღნიშნული ორგანო შექმნილია მერის ბრძანების საფუძველზე, პროგრამის კოორდინაციის, კონკურსის ორგანიზების, მონიტორინგისა და შეფასების მიზნით.

    🔹️შეგახსენებთ, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში.

    🔹️დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ განაცხადის ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულიდან და 2 სექტემბრიდან შევსებული გამოაგზავნოთ მეილზე: dusheti27@gmail.com

    https://docs.google.com/.../1nokZ1FR1zfFrytV0DOlq3Bx.../edit

    პროექტის პრეზენტაცია იხილეთ აქ: https://docs.google.com/.../10r19qVgSW23gwMuqxqtK.../edit...

    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2 ოქტომბერი, 2022 წელი (18:00 საათამდე).

    ხელზე ან ელ. ფოსტით.

    საკონტაქტო პირი: ხატია პირმისაშვილი

    ტელ: 577 06 98 73

    ელ. ფოსტა: pirmisashvilikhatia@gmail.com