• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    ნოემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში სახალხო დღესასწაული „მთაბარობა“ აღინიშნა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანანურში სახალხო დღესასწაული „მთაბარობა“ აღინიშნა.

    ღონისძიებას, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი - კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    "გილოცავთ „მთაბარობის“ სახალხო დღესასწაულს, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის სხვადასხვა კუთხეს აერთიანებს. აღნიშნული ტრადიცია გაგრძელდება მომავალშიც. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს, ყველა იმ ადამიანს, რომელმაც საზეიმო განწყობა შექმნა“. - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახაბერ ჩიტაურმა.

    სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, სოფელ ანანურის დასასვენებელი სკვერის მიმდებარედ მოეწყო საგამოფენო, სადეგუსტაციო და საბავშვო-გასართობი სივრცეები. ასევე ჩატარდა კონცერტი, ადგილობრივი ანსამბლების, ბენდ ¼-ისა და ლინდა ადამიას მონაწილეობით. საღამო დიჯეი გიგა პაპასკირმა დაასრულა.