• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    აპრილი
    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირში სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

    დასრულებული სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მოადგილეებთან - ბესიკ ბიჩნიგაურთან, თამაზ ფოლოდაშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუკრი უნდილაშვილთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან ერთად დაათვალიერა.

    პროექტის ფარგლებში განხორციელდა  არაგვისპირის საჯარო სკოლის მინი სტადიონის შემოღობვისა და სკამების დამონტაჟების სამუშაოები, ასევე შეიცვალა ხელოვნური საფარი. "ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა და მისი ჯანსაღი მომავლისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

    ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, განხორციელდა სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.“ - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ ჩიტაურმა. სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებამ 41 000 ლარზე მეტი შეადგინა.