• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    აგვისტო
    დუშეთის მუნიციპალიტეტმა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის მხარდაჭერის, კერძოდ კი, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, პირველი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერთან - მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, გენდერული თანასწორობის, შშმ პირთა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საბჭოების, ასევე, სხვადასხვა სამსახურებისა და განყოფილებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    ✅ შეხვედრას, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში საქართველოს კოორდინატორი - ნათია ღვინაშვილი უძღვებოდა. მან მონაწილეებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში დასახული მიზნები გააცნო და შეხვედრისთვის სპეციალურად შემუშავებული პირველი მოდული წარუდგინა.

    🔖 როგორც ექსპერტმა განაცხადა, პოლიტიკის დოკუმენტი აუცილებლად უნდა ემყარებოდეს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რაც წარმოდგენილია როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის იმ საერთაშორისო ინსტრუმენტებში, რომლებსაც საქართველო იზიარებს.

    🔖 მომდევნო შეხვედრაზე დაგეგმილია პრიორეტიზაციის პროცესის დაწყება, რომელიც სიტუაციის ანალიზზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს.

    🔹 „იმისთვის, რომ უკლებლივ ყველა სეგმენტის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, რეკომენდაციისამებრ, ფოკუს ჯგუფებს სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან, მათ შორის, ასაკობრივ, რელიგიურ და ეთნიკურ, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების, ახალგაზრდულ, არასამთავრობო, საჯარო და სამოქალაქო სექტორთან უახლოეს მომავალში გავმართავთ,“ - განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

    ✅ დუშეთის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემებისა და მათი გამომწვევი ფაქტორების გამოვლენის საფუძველზე, სამოქმედო გეგმის ე.წ. სტრატეგიული ჩარჩო შეიქმნება, სადაც წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის ზოგადი ხედვა გენდერული თანასწორობის მიმართულებით, მიზნები და ასევე, ამოცანები.