• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    თებერვალი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

    დუშეთის მუნიციპალიტეტში ბუსტერ დოზით ვაქცინაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

    დღეს, დუშეთის ჯეოჰოსპიტალსში მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე მესამე დოზით აიცრა და მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

    აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს ქალაქ დუშეთის ჯეოჰოსპიტალსში და 7 სოფლის ამბულატორიაში, სადაც მოწყობილია ამცრელი კაბინეტები.

    ადგილზე მოსახლეობას აცრა ფაიზერითა და ჩინური წარმოების ვაქცინებით შეუძლია.

    საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრი კი იმუნიზაციის პროცესზე ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს.

    ამასთან, შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა გრძელდება. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ 50 წლისა და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს.