• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    18
    მაისი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

    დუშეთის მუნიციპალიტეტის ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნადიბაანის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. აქციის მონაწილეებმა აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

    ა(ა)იპ „დუშეთის კეთილმოწყობის სამსახურის“ მიერ დასუფთავების ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია დამატებით შეიძენს 500 ცალ ნარჩენების შესაგროვებელ ნაგვის ურნებს, რომლებიც განთავსდება სხვადასხვა ლოკაციაზე.

    მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები გრძელდება.