თებერვალი
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, დუშეთის მუნიციპალიტეტში თოვლისგან საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე შესაბამისი ტექნიკით გაიწმინდა გუდამაყრის, უკანაფშავის, მაღაროსკარის, ლაფანაანთკარის და ხეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული სოფლის შიდა გზები და საჭიროების შემთხვევაში, პრევენციული ღონისძიებები გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის (კმ93-კმ107) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მოსახლეობას გთხოვთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.