• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    სექტემბერი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში ლაფანაანთკარი-დავათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    დუშეთის მუნიციპალიტეტში ლაფანაანთკარი-დავათის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

    პროექტის ფარგლებში, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 3 899 000 ლარია, 6030 მეტრის გზის მონაკვეთზე დაეგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხები.

    პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი.

    მიმდინარე სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილესთან, ოთარ ჩხეიძესთან, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ხელმძღვანელთან - იოსებ ღარიბაშვილთან, მშენებლებთან და მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

    „სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. პროექტის დასრულების შედეგად მოსახლეობა კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას შეძლებს“ - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.