თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტში მდინარეები „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის 30 000 ქვირითით გათევზიანდა
„წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენის პროექტის ფარგლებში, უკანაფშავში, არაგვის დაცული ლანდაფტის ტერიტორიაზე მდინარეები 30 000 ქვირითით დათევზიანდა.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, ყოველწლიურად ახორციელებს მდინარეების დათევზიანების აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. დუშეთის მუნიციპალიტეტში დათევზიანების პროგრამა მომდევნო 2 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.
დათევზიანების პროცესში მონაწილეობა მიიღეს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა, ა(ა)იპ არაგვის დაცული ლანდშაფტის დირექტორმა ნატო წყარუაშვილმა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ხელმძღვანელმა უშიშა წიკლაურმა თანამშრომლებთან ერთად.