მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13-14 მაისს მოსულმა უხვმა ნალექმა კვლავ პრობლემები შექმნა გუდამაყრის, უკანაფშავის, ფასანაურისა და ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც ამ ეტაპზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა ლიქოკისჭალის, ჭალისოფლის, შუაფხოს, თხილიანას, ბაკურხევისა და ზანდუკის ხეობების მიმართულებით.
მონიტორინგის პროცესში პირადადაა ჩართული დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე. მისი თქმით, გამოდარებისთანავე სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
ამასთან, გაცნობებთ, რომ მდინარე არაგვის ადიდებისა და მისი კალაპოტის ცვლილების გამო, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ხეობებში რეკომენდირებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილება.