ივლისი
დუშეთის მერიის კულტურის სამსახურისა და ა(ა)იპ დუშეთის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, ანანურის სკვერში გაიმართა ანსამბლ "დუშეთის ბენდი"-ს მუსიკალური საღამო, სადაც შემსრულებლებმა მსმენელისათვის საყვარელი სიმღერები შეასრულეს.
პარალელურად მოყვარულ სპორტსმენთა შორის ადგილზე მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები პლაჟის ფეხბურთში, ფრენბურთში, ჩოგბურთსა და მკლავჭიდში.
ღონისძიებას ადგილობრივ საზოგადოებასთან ერთად მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური და საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი ესწრებოდნენ.