• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    აპრილი
    დუშეთის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში უფასო სკრინინგ-აქცია გაიმართა.

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარებული აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლამდე ქალბატონებისთვის), სკრინინგი B და C ჰეპატიტებზე, აივ ინფექცია/შიდსზე ტესტირება, არტერიული წნევის მონიტორინგი.

    გამოკვლევები ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით განახორციელეს.

    სკრინინგ-აქციას ესწრებოდნენ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და რეგიონული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ბადრი კუკულაძე.

    შეხვედრისას განიხილეს მომავალში მსგავსი სკრინინგ-აქციების ჩატარების ორგანიზაციული საკითხები. აღინიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი აქციები პერიოდულად გაიმართება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერებისა და დაავადებათა პრევენციის პროცესში.