მაისი
დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "კოსმო"-მ მასტერ ლიგის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, თბილისის "რაბონი" ანგარიშით 7-4 დაამარცხა, ხოლო მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სოსო ბუჩაშვილი დასახელდა.
აღნიშნულ მატჩს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ დუშეთის სასპორტო გაერთიანების მხარდაჭერით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი „კოსმო“ მონაწილეობს მასტერ-ლიგა 3-ის ჩემპიონატში, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება.