მერიის სიახლეები
მარტი
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული საქმიანობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, პირველი ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა.
ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერთან მაცაცო ნარიმანიძესთან, საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩთან და სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად დაესწრო.
პროექტი მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, კარიერული კონსულტაციების გზით სოციალური სერვისების დანერგვას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე შეძენილია შესაბამისად აღჭურვილი მობილური სივრცე - ავტობუსი, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ ახალგაზრდებს სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.
აგრეთვე, მობილური სივრცის მეშვეობით, მოიხსნება ცენტრზე წვდომის ბარიერი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის და დაინერგება მობილური სერვისები.
პროექტი მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ და მას ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“, ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ახალგაზრდობისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობით ახორციელებს.
ქალაქ დუშეთში ახალგაზრდული ცენტრის გახსნის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ორგანიზაცია "ფიფლ ინ ნიდ"-ისა და საქართველოში ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.