16
ივნისი
ივნისი
დუშეთში პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია/იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის უფასო პროგრამა მიმდინარეობს
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პატრონიან ძუ ძაღლებს უტარდებათ სტერილიზაცია, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება და ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
პროგრამა მოიცავს მიუსაფარ ძაღლებსაც, რომლებსაც უტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
პატრონიანი ძაღლების ვეტერინარულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის ღონისძიება ჩატარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ლოკაციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 577 11 53 36


