სექტემბერი
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დუშეთში მუსიკალური საღამო გაიმართება.
ამ წუთებში ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ღონისძიების ფარგლებში, დუშეთის ბულვარის ტერიტორიაზე 19:00 საათიდან 22:00 საათამდე მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდება. მათ შორის მოეწყობა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონა, შემეცნებითი სტენდები, მოსასვენებელი სივრცეები და საბავშვო გასართობი აქტივობები.
ღონისძიება მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდება.
გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ #მუსიკალურისაღამო