• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    30
    ივნისი
    ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმების" ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

    🇬🇪 ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმების" ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდგრადი ენერგეტიკის კვირეული სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა.

    🟢 მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები გაეცნენ მაგალითებს ამოწურვადი და ამოუწურავი რესურსების გამოყენების შესახებ და ერთმანეთს გაუზიარეს ბუნებრივი რესურსების დაზოგვის პრაქტიკა;

    🟢 მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მოხალისეებმა ისაუბრეს ენერგოეფექტურობის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიებაზე დამსწრეთათვის გაიმართა ვიქტორინა, გამარჯვებულებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ "ბიბლუსის" სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. "ბიბლუსის" სასაჩუქრე ვაუჩერები ასევე, გადაეცა იმ სკოლებს, რომლებმაც მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში მაკულატურა შეაგროვეს.

    🟢 ქ. დუშეთში აგრეთვე ჩატარდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება. შეჯიბრება გაიმართა კარატეში, ფრენბურთსა და კალათბურთში.

    🟢 მდგრადი ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში ასევე, გაიმართა თემატური ნახატების გამოფენა, რომლის ავტორებმაც თანაქალაქელებს გააცნეს ნამუშევრების შინაარსი და ისაუბრეს „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ შესახებ.

    ♻️ დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე დაირგა 1000-მდე ნაძვის ხის ნერგი.

    🟢 ცნობისათვის, 2022 წლის 19 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტი და მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე შეუერთდა ევროკომისიის ინიციატივას "მერების შეთანხმება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში". ამ შეთანხმებაზე ხელმომწერი ქალაქები იღებენ ნებაყოფლობით ვალდებულებას განავითარონ ადგილობრივი მდგრადი ენერგეტიკული და კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგოდ მიმართული პოლიტიკა და შექმნან შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურა ენერგეტიკული და კლიმატური პოლიტიკის სამართავად, შეიმუშაონ მდგრადი ენერგეტიკული განვითარების სამოქმედო გეგმა და საინვესტიციო პროექტები.