ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური დასაქმების მასშტაბურ პროგრამასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.
შეხვედრა ორგანიზატორებმა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ მენთეშაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე მხარეებმა პროგრამის მნიშვნელობა და მუნიციპალიტეტში მისი მიმდინარეობა შეაფასეს. ასევე, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და კონკრეტული რეკომენდაციები განიხილეს.
სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროგრამაში ჩართულ მხარეებს აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადეს. ამასთან, ყველა უწყებას, საჭიროებიდან გამომდინარე, დამსაქმებლების, სოციალური პარტნიორებისა და ბენეფიციარების მოძიებისა და დასაქმებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
შეხვედრის დასასრულს კი, სამომავლოდ, უკვე დასაქმებულთა მონიტორინგი და სამუშაოს შესრულების კვლევების განხორციელება დაიგეგმა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, 1600-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, მათ შორის 50-მდე შშმ პირია.