• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    5
    თებერვალი
    ვაქცინაციის კამპანია დუშეთში

    დუშეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის კამპანიისა და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები.

    ამჯერად, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა მჭადიჯვრის, ჭონქაძისა და ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მერის წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან საუბრისას ყურადღება იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ 50 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებს კოვიდ 19-ის საწინაამდეგო ვაქცინით პირველადად აცრის შემთხვევაში 200 ლარიანი ერთჯერადი დანამატი თებერვალშიც დაერიცხებათ, ხოლო ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ დოზით აცრისას დამატებით 100 ლარს მიიღებენ.

    ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები დუშეთის მუნიციპალიტეტში მომავალშიც გაიმართება.