21
სექტემბერი
სექტემბერი
ზაფხულის ტურისტული სეზონი სოფელ ანანურში საზეიმოდ დაიხურა
ზაფხულის ტურისტული სეზონი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მუსიკალური ბენდის mix2ra-ს კონცერტით სოფელ ანანურში საზეიმოდ დაიხურა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მუსიკალურ საღამოს მერიის, საკრებულოს და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
როგორც მაცაცო ნარიმანიძემ აღნიშნა მსგავსი ტიპის ღონისძიებები, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურულ საგანამანთლო ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.