• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    ნოემბერი
    თავისუფალმა თეატრმა დუშეთის კულტურის სახლის სცენაზე „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ წარადგინა

    🎭თავისუფალმა თეატრმა დუშეთის კულტურის სახლის სცენაზე ორ-მოქმედებიანი კომედია „ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები“ წარადგინა.

    🔷პიესის მიხედვით, რომლის ავტორი და რეჟისორიც ავთო ვარსიმაშვილია, ხოლო მხატვარი - მირიან შველიძე, ადამიანებს უჭირთ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გარკვევა და მათ ცხოველები ეხმარებიან.

    ➡️წარმოდგენას დუშეთის კულტურის სახლში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი თემურ მაღრაძე და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ.

    ✅აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება ყველა მსურველისათვის თავისუფალი იყო.