მერიის სიახლეები
ნოემბერი
ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის საკონფერენციო დარბაზში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნინო კობახიძემ და ნინო რუსიშვილმა, ადგილობრივ პოლიციელთან მაია თამაზაშვილთან ერთად თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
მათ დამსწრე საზოგადობის წინაშე თანასწორობის არსზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე, ქალთა, ბავშვთა და უმცირესობების მიმართ ძალადობასა და არადისკრიმანიციულ ტერმინებზე ისაუბრეს.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა და მას სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისათვის, წელს თანასწორობის კვირეული 15-22 ნოემბერს აღინიშნება. მისი მიზანია მრავალფეროვნებისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება, ასევე, დისკრიმინაციის მსხვერპლთა ინფორმირება ხელმისაწვდომი სამართლებრივი მექანიზმების შესახებ. კვირეული აღინიშნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღის (16 ნოემბერი) ირგვლივ და ხორციელდება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის მიერ, პარტნიორ ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და მოკავშირეებთან ერთად.