მერიის სიახლეები
10
ივნისი
ივნისი
თოვლის საფარისგან გზის წმენდა
პირიქითა ხევსურეთში, როშკა-არხოტის მიმართულებით, თოვლის საფარისგან გზა იწმინდება.
გაწმენდით სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ ჩიტაური, საკრებულოს თავმჯდომარე, ნუკრი უნდილაშვილი, მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური გაეცნენ.
მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ სრულად გაიხსნება არხოტისაკენ მიმავალი გზა.
ასევე, 11 ივნისს თოვლის გამო ჩაკეტილი გზის გაწმენდა დაიწყება ხახაბოს მიმართულებით.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, გზის გაწმენდითი ღონისძიებები განხორციელდება ხევსურეთის თემის ყველა საჭირო მიმართულებით


