• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    14
    ნოემბერი
    თრუსოსა და არაგვის დაცული ლანდშაფტები კავკასიის ბუნების ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ

    ✅თრუსოსა და არაგვის დაცული ლანდშაფტები კავკასიის ბუნების ფონდისგან ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებენ. მხარეებს შორის მემორანდუმი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაფორმდა.

    🔷თანამშრომლობის ფარგლებში, ფონდი აღნიშნულ ლანდშაფტებს 2023-2025 წლებისათვის გამოუყოფს 300 000 ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც თანამშრომლების სახელფასო დანამატებს, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს, აღჭურვილობისა და ტექნიკის შეძენას, საჭიროების შემთხვევაში კი, ტექნიკურ და საკონსულტაციო მომსახურებებს მოხმარდება.

    📝საგრანტო ხელშეკრულებას ხელი რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მერებმა, CNF კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორმა ელისაბედ მესუდმა, თრუსოს დაცული ლანდშაფტის მართვის ცენტრის დირექტორმა გელა ფიცხელაურმა და

    არაგვის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნატო წყარუაშვილმა მოაწერეს.

    ➡️ ხელმოწერის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი, ფონდისა და ლანდშაფტების ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    📌ცნობისათვის, კავკასიის ბუნების ფონდი წარმოადგენს კონსერვაციულ არა-მოგებაზე ორიენტირებულ სატრასტო ფონდს, რომელიც 2007 წელს შეიქმნა. მისი სამიზნე საკითხები მოიცავს ბრაკონიერობას, ხე-ტყის ჭრას და სხვა უკანონო ქმედებებზე რეაგირებას, აგრეთვე, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების მონიტორინგს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ეკოტურიზმსა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას. 2021 წლიდან ფონდმა გააფართოვა სამიზნე დაცული ტერიტორიების არეალი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებით, დაიწყო დაცული ლანდშაფტების მხარდაჭერა. 2023 წლიდან კი მუშაობა დაიწყო ახლადშექმნილი თრუსოსა და არაგვის დაცული ლანდშაფტების მხარდაჭერისათვის.

    🔶თრუსოს დაცული ლანდშაფტი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მოიცავს თრუსოს ხეობას მდინარე თერგის ხეობაში, კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, მისი საერთო ფართობი 7 007 ჰექტარს შეადგენს, ხოლო არაგვის დაცული ლანდშაფტი მოიცავს 99 802 ჰექტარზე არსებული ღირებული ჰაბიტატებით მდიდარ ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე, მდინარე არაგვის აუზში.

    🔖აღსანიშნავია, რომ დაცული ლანდშაფტები (IUCN კატეგორია V) შედარებით ახალი დაცული ტერიტორიებია საქართველოში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ იმართება.