მერიის სიახლეები
11
ივნისი
ივნისი
ინფრასტრუქტურული პროექტები
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, საკრებულოს თავმჯდომარე ნუკრი უნდილაშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე თეიმურაზ ბექაური, ხევსურეთში, შატილის თემში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
სოფელ შატილში ნაპირსამაგრი გაბიონი მოეწყო. პროექტის ფარგლებში ჯამში 350 გრძივი მეტრის დამცავი კედელი გაკეთდა. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ასევე, სტიქიის გამო დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა სოფელ არდოტში. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ადგილზე აღდგენილია სამანქანე მოძრაობა.
დასრულებულ პროექტებს ხევსურეთში აგრეთვე გაეცნენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.


