• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    7
    ივნისი
    ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

    დუშეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

    კერძოდ, ქ. დუშეთში, კობიაანთ დასახლებაში ბაგრატ III-ის ქუჩაზე და ქ. დუშეთიდან სოფელ ყვავილამდე - ე.წ. „ჯორმუხის“ გზაზე ხორციელდება ბეტონის საფარის დაგება.

    ასევე, მიმდინარეობს მწითურის ქუჩაზე და რუსთაველის ჩიხში ასფალტის დაგების სამუშაოები.

    სამუშაოებს, მონიტორინგის მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ წიკლაური მერის წარმომადგენელთან ქ. დუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შალვა ინაშვილთან ერთად გაეცნო.

    აღნიშნული პროექტები უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შედეგადაც, მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეძლებს.