სექტემბერი
ქალაქ დუშეთში, კობიაანთ დასახლებაში, მიმდინარეობს დემეტრე თავდადებულის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები.
პროექტით, რომლის ღირებულებაც 391400 ლარზე მეტს შეადგენს, გათვალისწინებულია 563 მეტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება.
აღნიშნული გზის მოწყობის სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე - ოთარ ჩხეიძესთან ერთად დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ყოველდღიურ მონიტორინგს ახორციელებს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„საგზაო ინფრასტრუქტურისა მოწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოსახლეობას შეექმნება უსაფრთხო და კომფორტული გარემო“ - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.