მერიის სიახლეები
მარტი
განათლების კოალიცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს მასწავლებლის ეროვნული ჯილდის კონკურსს.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზის პროფესიის პრესტიჟის ზრდას.
ნომინირება და აპლიკაციების მიღება 1 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.
რჩეული მასწავლებლის წარდგენა/ნომინაცია ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ვებ-გვერდის საშუალებით.
იხილეთ სააპლიკაციო ფორმა https://www.tprize.ge/application-form/
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს https://www.tprize.ge/