ოქტომბერი
დუშეთის ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდმა "კოსმომ" მასტერ ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში კვლავ გაიმარჯვა და დმანისის გუნდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა.
მასტერლიგის ორგანიზატორების მიერ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლექსო ბუჩაშვილი დასახელდა.
აღნიშნულ მატჩს, რომელიც კაჭრეთის "ამბასადორში" გაიმართა, ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდა საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დუშელი ახალგაზრდების ინიციატივით შექმნილი ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, მუნიციპალიტეტში ფეხბურთის პოპულარიზაციას და ამ ყველაფერში ახალი თაობის ჩართულობას.