ნოემბერი
1 930 012 ლარის ღირებულების პროექტის ფარგლებში, 4.5 კმ-იან გზის მონაკვეთზე გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან ოთარ ჩხეიძესთან და მერის წარმომადგენელთან ავთანდილ ჭინჭარაულთან ერთად გაეცნო.
"აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე აქამდე არასდროს დაგებულა ასფალტი და მისი რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობას საშუალება მიეცემა განახლებული და კომფორტული გზით გადაადგილდეს." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
ცნობისათვის, ლაფანაანთკარში აგრეთვე ინტენსიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლისა და ამბულატორიის შენობების ნაწილობრივი რესტავრაციის პროცესი.