• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    26
    მარტი
    ლიეტუვის ელჩის ვიზიტი დუშეთში

     2021 წლის 25 მარტს, საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ეწვია დუშეთის მუნიციპალიტეტს და გაცნობითი შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან ზურაბ სეხნიაშვილთან.
    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის მოადგილემ ბესიკ ბიჩნიგაურმა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა ელჩს მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს დუშეთის მუნიციპალიტეტში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე. ასევე, განიხილეს სამომავლო პერსპექტივები.
    ლიეტუვიუს საელჩოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელს ითვლის. ლიეტუვის რესპუბლიკის ორ მუნიციპალიტეტთან - შაკიაიასთან და პრიენაისთან, დუშეთის მუნიციპალიტეტს ოფიციალური თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული. მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი მოიცავს კულტურას, განათლებას, სპორტს, ტურიზმს, ბიზნესს და სხვა.
    აღსანიშნავია, რომ 2017 წელს დუშეთში დაარსდა ლიეტუვური კულტურის ცენტრი.
    მუნიციპალიტეტში ჩატარდა არაერთი კულტურული ღონისძიება რომელიც ლიეტუვის მხარემ წარმოადგინა: ფოტო და სამხატვრო გამოფენები, კონცერტები და შემოქმედებითი სემინარები. მიმდინარე წლის ზაფხულში დაგეგმილია ლიეტუვური ფოლკლორული კონცერტი დუშეთში.
    საელჩოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება და წინ მიიწევს.