მერიის სიახლეები
3
ივნისი
ივნისი
ლომისობა
ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური, მოადგილეებთან ბესიკ ბიჩნიგაურთან და თამაზ ფოლოდაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, თეიმურაზ ბექაურთან ერთად, სოფელ მლეთაში, ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა.
„ვულოცავ ლომისობის დღესასწაულს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, მლოცველებსა და სრულიად საქართველოს. ლომისის წმინდა გიორგის მადლი და მფარველობა იყოს თითოეული ოჯახის, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და მთელი ქვეყნის შემწე და დამცველი“, — განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა


