• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    17
    თებერვალი
    მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" პრეზიდენტს ნინო ელიზბარაშვილს და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ მაისურაძეს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე ასოციაცია "ქალი და ბიზნესის" პრეზიდენტს ნინო ელიზბარაშვილს და ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ მაისურაძეს შეხვდა.

    შეხვედრის მიზანი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის „ ახალი შესაძლებლობები ქალების მიერ მართული მცირე კლასტერების განვითარებისათვის” შედეგების განხილვა გახლდათ.

    პროექტი მცხეთა-მთიანეთში და მათ შორის დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავის თემში მიზნად ისახავდა ქალთა მფლობელობაში არსებული მიკრო და მცირე საწარმოებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას, ხილისა და ტყის არამერქნული პროდუქტების წარმოების ტრენინგების მეშვეობით, ინოვაციური და ეკონომიკური მოდელების დანერგვის სტიმულირებას, ასევე მიზნობრივი ქვესექტორის გაძლიერებას, მებაღეობა-მებოსტნეობის ღირებულებათა ჯაჭვის კავშირების გაფართოებას, ასოციაციის წევრების შესაძლებლობათა განვითარებას, პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებას.

    პროექტის შედეგად შეიქმნა დაარსდა ჩირის მწარმოებელ ქალთა კლასტერი და შეიქმნა მცირე შესაფუთი საწარმო, რომლის ნაწარმიც საილუსტრაციოდ იქნა წარმოდგენილი შეხვედრაზე. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პროექტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსების პერსპექტივებზე.