ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ რეგიონალური საზედამხედველო შპს “მშენ-ექსპერტის“ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
- მონიტორინგის მიზნით, შეხვედრაზე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და შეფასდა განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი.
- აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში ხორციელდება 20-მდე სხვადასხვა მიმართულების პროექტი.
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარეობს:
- სოფელ მჭადიჯვარში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა;
- სოფელ ოძისის სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემის მოწყობა;
- ქ. დუშეთის N3 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა;
- ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის მხარდაჭერისათვის:
- ქ. დუშეთში შენდება სპორტკომპლექსი;
- ქ. დუშეთის კარიაულთ დასახლებაში მიმდინარეობს მინი-სტადიონის მოწყობა; - სოფელ ჩანადირთკარში მინი-სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოები;
- დაბა ჟინვალში მიმდინარეობს მინი-სტადიონის რეაბილიტაცია;
- ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით:
- სოფელ ოძისში მიმდინარეობს შიდა სასოფლო (დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმთან მისასვლელი) გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება და გარე განათების მოწყობა;
- სოფელ ლაფანაანთკარი-აბანოსხევის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია;
- სოფელ ჭართალში სანიაღვრე არხის მოწყობა;
- სოფელ ბაზალეთთან არსებული დევნილთა დასახლებისაკენ მისასვლელი გზის და ეზოების მოასფალტების სამუშაოები;
- ქ. დუშეთში ბექაურის ქუჩის მოასფალტება;
- ქ. დუშეთში ბაჩანას ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩამდე ხევზე ნაპირსამაგრის მოწყობა;