ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე ქვეყნის ახლადარჩეულ ქალ მერებთან ერთად გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და სოციალური ინკლუზიის მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა აქიაშვილმა მერებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისათვის და მათთან ერთად მუნიციპალიტეტებში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო მექანიზმებზე ისაუბრა.
შეხვედრის ბოლოს მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.