• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    11
    ნოემბერი
    მანანა ნარიმანიძე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

    კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა გოჩა შანიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ გაზიფიცირების პროექტებზე, მაღალმთიანი დასახლებების სუბსიდირების პრინციპზე და ადგილზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

    მანანა ნარიმანიძემ კი აქცენტი ახალი აბონენტების ქსელთან დაერთების პროცესის დაჩქარებაზე გააკეთა, რადგან 15 ოქტომბრიდან უკვე თბობის სეზონი დაიწყო და გაზიფიცირებული სოფლების მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელში ჯერ კიდევ არ აქვს ბუნებრივი აირი.

    საუბარი შეეხო კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.

    ცნობისათვის, ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს აბონენტების ქსელთან დაერთების სამუშაოები სოფელ ზემო არანისში, მლაშეში და ცივწყაროზე.

    რაც შეეხება სოფლებს: პავლეურს, დოლასქედს, ჯუღისს, ვაშლობს, სალაჯურებს, გოგნაურს, ხარხეთს, მანასეულს, გრიგოლაანთკარს, ჩირდილელიანთკარს და ჩუბინიანთკარს, მათი გაზიფიცირების პროცესი დაასრულა შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ", თუმცა ექსპლუატაციაში შპს "სოკარ ჯორჯია გაზს"ჯერ არ გადაცემია.