18
სექტემბერი
სექტემბერი
მასტერლიგის შემოდგომის სეზონი "კოსმომ" კვლავ გამარჯვებით გახსნა
მასტერლიგის შემოდგომის სეზონი დუშეთის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდმა "კოსმომ" კვლავ გამარჯვებით გახსნა.
აღმოსავლეთ საქართველოს მასტერ-ლიგის II ტურის პირველ თამაშში გუნდმა მეტოქე "ძეგვი" ანგარიშით 10-2 დაამარცხა.
თამაშის საუკეთესო მოთამაშედ 5 გოლის ავტორი ზურაბ ზვიადაური დასახელდა.
თამაშს ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე და საკრებულოს სოციალურ და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი.