აპრილი
მაღალმთიან რეგიონებში არაელექტროფიცირებული ოჯახების მზის ფოტოვოლტური მოდულებითა და დამაგროვებელი ბატარეებით უზრუნველყოფის პროექტთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტს, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 16 სოფელში მზის სისტემები 58 ოჯახისთვის დამონტაჟდება, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" განახორციელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტის განხორციელების სამუშაო ეტაპები, დაგეგმილი ღონისძიებები და შემდგომი საორგანიზაციო საკითხები. აღინიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის 30 სექტემბრამდე იგეგმება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები არაელექტროფიცირებული ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და დადებით გავლენას მოახდენს რეგიონის განვითარებაზე.
შეხვედრაში მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე ზაგაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, კახაბერ ჩიტაური, სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ძნელაძე, პროექტების მართვის დირექტორი თამაზ ახვლედიანი და ფინანსური დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია მონაწილეობდნენ. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბაკა” , რომელიც უშუალოდ განახორციელებს აღნიშნულ პროექტს.


