• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჭირო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    6
    ოქტომბერი
    მაღალმთიან სოფლებში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ ჩიტაურმა, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა, მხარის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, და სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების“ ფონდის პროექტების მართვის დირექტორმა თამაზ ახვლედიანმა მაღალმთიან სოფლებში დამონტაჟებული მზის მიკროსადგურები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

    სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტით, მცხეთა-მთიანეთის მაღალმთიანი რეგიონის 16 სოფლის 58 ოჯახისთვის მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა. რთული რელიეფისა და მკაცრი კლიმატური პირობების გამო, აღნიშნულ ლოკაციებზე ცენტრალიზებულ ქსელთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც აღნიშნული ოჯახებისთვის მზის სისტემებით უზრუნველყოფის შესახებ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

    როგორც შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული პროექტის განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ კონკრეტული ოჯახებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას - მათთვის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომობასა და ენერგიის გამოყენების უფრო მეტ შესაძლებლობას.

    ხევსურეთში ასევე იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შატილის ადმინისტრაციულ ერთეულში მინდია ჭინჭარაული და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.