• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    29
    ივნისი
    მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა.

    შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ გახსნა და ყურადღება გაამახვილა მაღალმთიანი დასახლებების მდგრად განვითარებაზე, მცხოვრებთა სოციალურ მხარდაჭერასა და სერვისების ხელმისაწვდომობაზე.

    სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა.

    აღნიშნული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარებისა და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ წარადგინა.

    საჯარო კონსულტაციებისას იმსჯელეს სტრატეგიის მიზნების, ამოცანების და ამოცანების შესაბამისად გაწერილი აქტივობების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პროექტების ფარგლებში.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. ასევე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების წარმომადგენლები.

    ,,საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2024-2030”-ის მაკოორდინირებელ უწყებად განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. დოკუმენტების დამტკიცებამდე, სავალდებულოა მათი საჯაროდ განხილვა და შესაბამისი უკუკავშირი.