ნოემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1400 მ-ზე მდებარე სოფელ ვაშლობში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ამიერიდან, სოფელში მუდმივად მცხოვრები ორი ოჯახი ბუნებრივი აირით სარგებლობას შეძლებს.
ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი ჩიფჩიური, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მერის მოადგილე ჯონი ბერუაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ წელს გაზიფიცირების სამუშაოები დუშეთის მუნიციპალიტეტის 11 სოფელში დასრულდა.