თებერვალი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე საკრებულოს სოციალურ, კულტურის და განათლების საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ასლამაზიშვილთან და ფეხბურთელთა სამოყვარულო კლუბის "დუშეთი-კოსმოს" წარმომადგენელთან ჯემალ დამაცალაშვილთან ერთად, ა(ა)იპ "7x7 ფეხბურთის ასოციაციის" წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქ დუშეთში არსებული თანამედროვე სტანდარტების მქონე სტადიონის შესახებ ისაუბრეს, რომლის მშენებლობაც 2022 წლის ბოლოს დასრულდა და უკვე მზადაა უმასპინძლოს "მასტერ ლიგის" ტურნირს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ადგილობრივ ფეხბურთელთა სამოყვარულო კლუბი "დუშეთი-კოსმო" წარმატებულად მონაწილეობდა მასტერ-ლიგის ტურნირში და თამაში მე-4 ადგილით დაასრულა.
შეხვედრის დასასრულს მასტერლიგის დამფუძნებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს მადლობის სიგელი გადასცა აღნიშნულ ტურნირის მხარდაჭერისა და განვითარებისათვის.
„ახალგაზრდებზე ზრუნვა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ჩვენს პრიორიტეტებს შორის უმთავრესია და სასიხარულოა, რომ ქალაქ დუშეთს, სტადიონის სახით, კიდევ ერთი სივრცე შეემატა, სადაც მსგავსი აქტივობების ჩატარებისათვის, ყველა პირობაა შექმნილი" - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.