სექტემბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მომუშავე ჯგუფთან ერთად სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
კულტურის, რელიგიის და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მერთან ერთად ისაუბრეს გენდერულ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტში არსებულ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ.
"ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება ადგილობრივი მოქალაქების საჭიროებების შესაბამისად, თვითმმართველობის პროცესში ქალთა და მამაკაცთა საჭიროებებისა და ინტერესების თანასწორი გათვალისწინებით." - განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
აღსანიშნავია, რომ დუშეთის მუნიპალიტეტმა გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა 2022 წლის აგვისტოში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად დაიწყო.
პოლიტიკის დოკუმენტი დაემყარება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას, რაც წარმოდგენილია როგორც ეროვნულ კანონმდებლობაში, ისე ადამიანის უფლებათა დაცვის იმ საერთაშორისო ინსტრუმენტებში, რომლებსაც საქართველო იზიარებს.