• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    21
    მარტი
    მაცაცო ნარიმანიძე ვეტერინარული კლინიკა "დოგი დოკის" და არასამათავრობო ორგანიზაცია "მეიჰიუ საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა

    ✅️დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ვეტერინარული კლინიკა "დოგი დოკის" და არასამათავრობო ორგანიზაცია "მეიჰიუ საქართველოს" წარმომადგენლებს შეხვდა.

    🔷️შეხვედრაზე მხარეებმა მუნიციპალიტეტის მიუსაფარ ცხოველთა სტერილიზაციისა და ვაქცინაციის პირობები მიმოიხილეს.

    ▶️პაატა კორძაძემ აღნიშნა, რომ "დოგი დოკი" პირველი მობილური ვეტერინარული კლინიკაა საქართველოში, რომელიც ორიენტირებულია სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციებზე საქართველოს რეგიონებში, სადაც ნაკლებად არის ხელმისაწვდომი ვეტ-მომსახურეობა.

    ➡️ანა მეცხვარიშვილმა ისაუბრა "მეიჰიუ საქართველოს" მოხალისეობრივ ჩართულობაზე მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მათი შემდგომი გამრავლების პრევენციას, ასევე მათ ვაქცინაციას ცოფზე და გავრცელებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ (ძაღლის ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი, ძაღლის ჰეპატიტი, ძაღლის გრიპი და ლეპტოსპიროზი).

    🔷️მაცაცო ნარიმანიძემ აგრეთვე ხაზი გაუსვა მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას ამ მიმართულებით, რაც პირველ რიგში ცხოველებისადმი ჰუმანურ დამოკიდებულებას და საკუთარი შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის სტანდარტების დაცვას გულისხმობს.

    ✅️შეხვედრის ბოლოს მხარეები კოორდინირებულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

    ➡️ ცნობისათვის, ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებთან დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლიდან თანამშრომლობს.