• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    9
    იანვარი
    მაცაცო ნარიმანიძე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მოწვეულ ექსპერტს ირაკლი ზამბახიძეს შეხვდა

    დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინვენტარიზაციასთან დაკავშირებით, მოწვეულ ექსპერტს ირაკლი ზამბახიძესა და ა(ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორს ჯემალ დამაცალაშვილს შეხვდა.

    როგორც ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორის მოადგილემ ირაკლი ზამბახიძემ აღნიშნა, მუზეუმის ღირებული და მნიშვნელოვანი ექსპონატების 70 პროცენტი უკვე გადატანილია დროებით საცავში, ხოლო დარჩენილი 30 პროცენტის აღრიცხვა-ინვენტარიზაცია კვლავ მიმდინარეობს.

    ჯემალ დამაცალაშვილის თქმით, მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან ექსპონატების ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით, შექმნილია სპეციალური კომისია, ხოლო აღნიშნული პროცესი დადგენილი სტანდარტების დაცვით და შესაბამისი ექსპერტების ჩართულობით ტარდება.

    მაცაცო ნარიმანიძემ მადლობა გადაუხადა მხარეებს 2023 წელში გაწეული სამუშაოსთვის და მათთან ერთად 2024 წელს დაგეგმილი საკითხები განიხილა.