ოქტომბერი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი მაცაცო ნარიმანიძე საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია COWI A/S და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებს შეხვდა.
დევიდ ტოფტმა და ნინი ბუბუტეიშვილმა მერთან, მერის მოადგილესთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის და მასთან დაკავშირებული ფინანსური ასპექტები განიხილეს.
შეხვედრა შედგა პროექტის „ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები - ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) მხარდაჭერით. პროექტის განმახორციელებელია „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“.