მაისი
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ, მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს სპორტში არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე.
"ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობა. მნიშვნელოვანია სპორტის განვითარება, ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრება,“- აღნიშნა მაცაცო ნარიმანიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ა(ა)იპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორი ლევან შერმადინი და ჭიდაობის კლუბის დირექტორი ლაშა ზურაბიანი.
შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.