• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    25
    ოქტომბერი
    მაცაცო ნარიმანიძემ მოსახლეობასთან საანგარიშგებო შეხვედრა გამართა

    🔷️ილია ზაქაიძის დუშეთის კულტურის სახლში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ მოსახლეობასთან საანგარიშგებო შეხვედრა გამართა, სადაც 2023 წელს განხორციელებული პროექტები და 2024 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები წარადგინა.

    ✅️აღნიშნული პრიორიტეტების შემუშავებას წინ უძღვოდა მოსახლეობის ფორუმის (დასახლების საერთო კრების ინოვაციური მოდელი) მოწყობა მუნიციპალიტეტის 100-ზე მეტი მცხოვრების მონაწილეობით.

    ▶️მაცაცო ნარიმანიძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, კულტურის, ტურიზმის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, განათლების და ახალგაზრდული საკითხების მიმართულებით დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ახალ რეკრეაციულ სივრცეებზე, ახალ მუნიციპალურ სერვისებზე და მათ მნიშვნელობაზე.

    🟢 კულტურის სახლში გამართული შეხვედრა ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

    შეხვედრას ადგილობრივებთან, საკრებულოს და მერიის წარმომადგენლებთა ერთად ესწრებოდნენ: დუშეთის მუნიპალიტეტის მერის მოადგილეები ვასილ წიკლაური და ოთარ ჩხეიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური, თავმჯდომარის მოადგილე ელგუჯა უნდილაშვილი, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ასლამაზიშვილი, საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ლევან მწითური, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე ბუჩუკური ესწრებოდნენ.

    ✅️ ღონისძიების ორგანიზებაში დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას მხარდაჭერას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და მისი ხელმძღვანელი ნათია ნამიჭეიშვილი უწევდა პროექტის ფარგლებში „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.